ბარორეცეპტორები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარორეცეპტორები – (<ბერძნ. baros – სიმძიმე და რეცეპტორი), პრესორეცეპტორები, ბარორეცეპტორები, მექანორეცეპტორები, სისხლძარღვთა კედლებში არსებული გაღიზიანების მიმღები მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომლებიც რეფლექსურად არეგულირებენ სისხლის წნევას. ამ მგრძნობიარე დაბოლოებათა გაღიზიანება ბუნებრივ პირობებში ხდება იმ დროს, როდესაც სისხლძარღვთა კედელი იჭიმება სისხლის წნევის მომატების გამო. ბარორეცეპტორები უხვად არის გულის, აორტის, კაროტიდული სინუსისა და