აპენდიკულური აბსცესი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპენდიკულური აბსცესი – მწვავე აპენდიციტის ცალკეულ შემთხვევებში, ანთებითი პროცესი ჭიანაწლავიდან შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე ქსოვილებზე (პარიესული პერიტონეუმი, ბადექონი, ბრმა ნაწლავი). ასეთ შემთხვევებში, მარჯვენა თეძოს მიდამოში ვითარდება ანთებითი ინფილტრატი, ცენტრში ჭიანაწლავით, სადაც აღინიშნება ჩირქოვანი გალხობა. ანთების ჩაცხრომის შემდეგ (დამოუკიდებლად ან მკურნალობის ფონზე) აღნიშნული ინფილტრატი თანდათანობით უკუგანვითარდება. თუმცა, ხშირად ის