განვითარების მანკი
განვითარების მანკი – (vitium congenitale) ნიშნავს ორგანიზმის – (ქსოვილების, ორგანოების, სისტემების) ნორმალური აგებულებისა და განვითარებისაგან თანდაყოლილ გადახრას. განვითარების ყველაზე მძიმე მანკს სიმახინჯე – (monstruositas, teratismus) ეწოდება. განვითარების მანკის პათოგენეზს საფუძვლად უდევს ემბრიოგენეზის პროცესების კოორდინაციის დარღვევა, ორგანოთა და ქსოვილთა განვითარების შეჩერება არახელსაყრელი ზემოქმედების შედეგად, განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით ვითარდება სხვადასხვა აგენეზია, ჰიპოგენეზია, ჰიპერგენეზია, ატრეზია და