ბრემერის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრემერის სინდრომი – (F. W. Bremer, გერმ. ნევროპათოლოგი) თანდაყოლილი დეფექტების შერწყმა, გაპირობებული ემბრიონული განვითარების დარღვევებით: ქალას და გულმკერდის ასიმეტრია, ხერხემლისა (გამრუდება, რკალების გახლეჩა) და ტერფების დეფორმაცია, არაქნოდაქტილია, კბილების არათანაბარი ზრდა და თანკბილვის დარღვევა, მყესთა რეფლექსების ცვლილებები, ზედაპირული მგრძნობელობის დარღვევა, აკროციანოზი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა