ბრეილსფორდ – მორკიოს სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრეილსფორდ – მორკიოს სინდრომი – მეოთხე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი. მიეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს, გადაცემის ავტოსომურ რეცესიული წესით. კლინიკურად აღინიშნება დისპროპორციული, დაბალი ან ჯუჯა ტანი, მოკლე კისერი და წელი, ქათმის მკერდი, კიფოზი, კიფოსკოლიოზი, X – ის მსგავსი ფეხები და ბრტყელტერფიანობა, კბილის ემალის დაზიანება, გენეტიკური დეფექტი პირველად რეალიზდება შემაერთებელ ქსოვილში