სინიტი სუძუკი: ”იაპონური საოცრება”
სინიტი სუძუკის სახელი (სხვა ვარიანტში-შინიჩი სუზუკი) დაკავშირებულია, პირველ რიგში, პატარა ბავშვების ვიოლინოზე დაკვრის სწავლებასთან. მართლაც, ამ იაპონელმა მუსიკოსმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი თავისი ადრეული მუსიკალური განვითარების მეთოდიკით. სუძუკის სახელის ხსენებაზე, ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც სმენიათ მისი სახელი, წარმოუდგებათ ერთი და იგივე სურათი: სამი-, ხუთი წლის პატარები გატაცებით უკრავენ ვიოლინოზე.