ფაგოციტოზი
ფაგოციტოზი – 1. (phagocytosis ბერძნ.phagein, phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) – უჯრედის მიერ მკვრივი უცხო ნაწილაკების, მიკრობების დაშლილი უჯრედების შთანთქმა მათი შემდგომი უჯრედშიგა გადამუშავებით ფერმენტოლიზური მოქმედების შედეგად. ფაგოციტოზის აქტი შეიცავს შემდეგ სტადიებს: 1. ნაწილაკის დაფარვას ციტოპლაზმის გარეთა შრის ფირფიტისებრი წანაზარდებით (ე.წ. იალქნებით); 2. ციტოპლაზმის სიღრმეში ამ წანაზარდების (იალქნების) შეწევას მათზე მიკრული ნაწილაკებიანად;