Category Archives: ფსიქიკური

ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი

ასთენო – იპოქონდრიული სინდრომი

 ადამიანის ფსიქიკის ისეთი მდგომარეობის ნიშნები, როგორც იპოქონდრია  აღწერილ იქნა ჯერ კიდევ II საუკუნეში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. ვარაუდობდნენ, რომ ამ დაავადების წარმოქნმის მიზეზს წარმოადგენს დაზიანება ნეკნქვეშა მიდამოში, რომელიც ცნობილია ჰიპოქონდრიონის სახელწოდებით.  ეს მიდამო წარმოადგენს სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის ქვეშ. სინამდვილეში ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ დაავადებას არამედ სინდრომს, რომელიც მიმდინარეობს სხვა დაავადებების  ფონზე.  ასთენო-იპოქონდიული სინდრომი ხასიათდება ადამიანის ავადმყოფურად გაზვიადებული შეშფოთებით  საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე  და სისოცხლეზე, იმაში დარწმუნებით, რომ ის დაავადებულია რაიმე ქრონიკული ან სასიკვდილო დაავადებით, ასევე ასთენიის ავადმყოფური მდგომარეობით.

Read More

ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი ასთენიური სინდრომი (ბერძნ. Astheneia სისუსტე, უძლურობა) – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება დაქანცულობით, და ასევე გამაღიზიანებელი სისუსტით (ძლიერი აგძნებადობა შესაძლებელია შეიცვალოს ტირილით ან სინანულის შეგრძნებით), არამდგრადი, როგორც წესი, დაქვეითებული ხასიათით. შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სომატური დარღვევების, ინტოქსიკაციების, ქალა-ტვინის ტრავმების  შედეგი. ასეთი დაავადებების დროს აღინიშნება  ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პროგრესირებადი დამბლა, ენცეფალიტი და სხვა.

Read More