Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

ალანტოისი

ალანტოისი – (allantois ბერძნ.allans, allantos – ძეხვი, eidios – სახე) უმაღლესი ხერხემლიანების დროებითი პროვიზორული ორგანო. ვი­თარდება როგორც უკანა ნაწლავის ვენტრალური კედლის ბრმა (ძეხვი­სებრი) წანაზარდი. შედგება ექტოდერმული ეპითელიუმისაგან (რომელიც ჩაიზრდება კლოაკის აპკისაგან უკანა ნაწლავის ვენტრალუ­რი კედლის შემადგენლობაში) და ვისცერული მეზოდერმისაგან სისხლ­ძარ­ღვებით. ფუნქციონირებს როგორც სისხლძარღვების გამტარი, რომელიც ამავე დროს სეროზულ გარსთან ერთად უზრუნველყოფს სუნთქვის, აგრეთვე გამოყოფის პროცესებს.

Read More