აკუსტიკური ტრავმა
აკუსტიკური ტრავმა – სმენის ორგანოს დაზიანება დიდი სიძლიერის ბგერების მოქმედებით. შიგნითა ყურში ამ დროს მომხდარ ავადმყოფურ ცვლილებებს მოსდევს სმენის დაქვეითება, ზოგჯერ კი სიყრუეც. განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ აკუსტიკურ ტრავმას. მწვავე აკუსტიკური ტრავმა შეიძლება განვითარდეს უეცრად, მეტად ძლიერი ბგერების გავლენით. ქრონიკული აკუსტიკური ტრავმა უფრო ხშირია ხმაურიან წარმოებაში ხანგრძლივად მომუშავეთა (ფეიქრები, ძრავების გამომცდელები და სხვა) შორის და