Verrucomicrobia
Verrucomicrobia (ლათ. Verruca – ბორცვი) – ბაქტერიების ტიპი, რომელსაც ძირითად მიეკუთვნება არაკულტივირებადი ფორმები. მეტაგენომური მონაცემებით, ისინი ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებული. ნიადაგში შეადგენენ მიკროორგანიზმთა 1-დან 10%-მდე, ამიტომ გააჩნიათ ეკოლოგიური მნიშვნელობა. Verrucomicrobia-ს წარმომადგენლები გრამუარყოფითი ბაქტერიებია, უმრავლეოსობას უჯრედის ზედაპირზე გააჩნია ამობურცვული წარმონაქმნები. ქემოორგანოჰეტეროტროფებია, ადუღენენ სხვადასხვა ნახშირწყლებს. ზოგიერთს შეუძლია მეთანის დაჟანგვა, рН-ის ექსტრემალურად დაბალ მნიშვნელობაზე. Verrucomicrobia-ს შორის არიან ანაერობები,