ჰაფნია
ჰაფნია (ლათ. Hafnia) – ჩხირისმაგვარი, უკაფსულო, ასპოროგენული, მოძრავი (პერიტრიქიებით), გრამუარყოფითი, ქემოორგანოტროფული, ფაკულტატურ ანაერობული ბაქტერიების გვარი. ოჯახი ენტერობაქტერიები (Enterobacteriaceae). იზრდებიან მარტივ საკვებ არეებზე. ტემპერატურული ოპტიმუმი 22—37 °C, рН 7,2—7,4. ენტერობაქტერიების საკვებ არეებზე (ენდრო, ლევინი) წარმოქმნიან S-ტიპის უფერო კოლონიებს, რომელიც შიგელებს წააგავს. ნახშირბადის წყაროს სახით, შეუძლიათ გამოიყენონ ციტრატი და აცეტატი. ახდენენ გლუკოზის ფერმენტირებას, გაზის და მჟავის წარმოქმნით.