გამა-პროტეობაქტერია
გამა-პროტეობაქტერია (ლათ. Gammaproteobacteria) – პროტეობაქტერიების ტიპის გრამუარყოფითი ბაქტერიების კლასი. მათ მიეკუთვნება ზოგიერთი სამედიცინო მნიშვნელობის ჯგუფი. მაგალითად, Enterobacteriaceae, Vibrionaceae და Pseudomonadaceae-ს ჯგუფები. ადამიანის პათოგენური სახეობებიდან აღსანიშნავია: Salmonella spp. (ენტერიტი და მუცლის ტიფი), Yersinia pestis (შავი ჭირი), Vibrio cholerae (ქოლერა), Pseudomonas aeruginosa (ფილტვების დაავადების გამომწვევი ჰოსპიტალური შტამი, გვხვდება მუკოვისციდოზით დაავადებულებში) და Escherichia coli (კვებისმიერი ტოქსიკოინფექცია). პოსტი წარმოადგენს,