წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის პირველი დოზა
რა ასაკში უნდა გაკეთდეს წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის პირველი დოზა?
წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინის პირველი დოზა უნდა გაკეთდეს პირველ დაბადების დღეზე ან მის შემდეგ; რეკომენდებული ასაკობრივი შუალედია 12-24 თვე. გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ 12 თვემდე გაკეთებული აცრა არ მიიღება სათვალავში და 1 წლის ასაკში ვაქცინაცია მაინც უნდა გამეორდეს.