Category Archives: კანის

კელოიდი

კელოიდი კელოიდი (ბერძ.kēlē – სიმსივნე + eidos – მსგავსი) – წარმოადგენს კანზე შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის სიმსივნისმაგვარ წანაზარდს. არსებობს მოსაზრება, რომ კელოიდის განვითარებას საფუძვლად უდევს შემართებელი ქსოვილის  თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვისება, ნებისმიერი სახის ტრავმულ ზემოქმედებას, მათ შორის მიკროტრავმასაც, უპასუხოს გაძლიერებული პროლიფერაციით. მთელ რიგ ავადმყოფებს აღენიშნებათნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის მხრივი ცვლილებები (უხშირესად, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტიკოიდული ფუნქციის

Read More

კანის ჰემოსიდეროზი

კანის  ჰემოსიდეროზი

კანის ჰემოსიდეროზი  – სინონიმები: პურპუროზულ–პიგმენტური დერმატოზი; პურპუროზული და პიგმენტური კაპილარიტი. ეს არის კანისმხრივი ცვლილებები, რომელსაც საფუძვლად უდევს კანში ჰემოსიდერინის ჩალაგება. დაავადების მიზეზი არის კაპილარების დაზიანება.

პირველადი ჰემოსიდეროზების ჯგუფში შედის: მაიოკის რგოლისებული ტელანგიექტაზიური პურპურა (purpura annularis teleangiectodes Majocchi, 1896), შამბერგის პროგრესირებადი პიგმენტური დერმატოზი (dermatosis pigmentosa progressiva Schamberg, 1901), გუჟერო–ბლუმის პიგმენტური ლიქენოიდური ანგიოდერმიტი (dermatitis liosachenoides purpura et pigmentosa Gougerot-Blum, 1925). ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ ყვითელი ქარვის ფერ დერმატიტს (Favre-Chaix, 1924-1926), ტურენის რკალისებური ტელანგიექტაზიური პურპურა, დუკას–კაპეტანაკის ეკზემატოზისმსგავსი პურპურა და ლევენტალის ალერგიული პურპურა და სხვ.

Read More