Category Archives: masaji

მასაჟი

მასაჟი მასაჟი წარმოადგენს მექანიკურ და რეფლექსურ ზემოქმედებათა ერთიანობას კანსა და ორგანოებზე გაწელვის, ზეწოლისა და ვიბრაციის სახით. მასაჟი ტარდება როგორც ხელების, ისე სპეციალური აპარატების (საჰაერო, წყლის ) მეშვეობით, რომლის საბოლოო მიზანი სამკურნალო ეფექტის მიღწევაა. მასაჟის ეფექტის გასაძლიერებლად იყენებენ სპეციალურ სამასაჟე ზეთებს, არომატულ, საკმევლის ზეთებს, სამკურნალო მალამოებს, გელებსა და სხვა პრეპარატებს და აგრეთვე ტემპერატურულ ზემოქმედებას კრიომასაჟის დროს.

Read More

პნევმომასაჟი

პნევმომასაჟი

ორგანიზმზე პნევმომასაჟის ზემოქმედება სამედიცინო ქილების ზემოქმედების ანალოგიურია. მასაჟის აპარატს სპეციალური ტუმბოს მეშვეობით ჰაერით ავსებენ, შემდეგ ხდება ჰაერის გამოწოვა. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მანომეტრითა და ვაკუუმომეტრით, არეგულირებს შეწოვილი და გამოტყორცნილი ჰაერის რაოდენობას. აპარატის იმ ნაწილს, რომლითაც უშუალოდ მასაჟს აკეთებენ, უკეთებენ გარსაცმს. შეუძლიათ მას სხვადასხვა ფორმა მისცენ იმის მიხედვით, სხეულის რა ნაწილის მასირებას აპირებენ. გარსაცმის გაკეთება სპეციალური შლანგით ხორციელდება.

Read More

მასაჟი ხელით

მასაჟი ხელით (ანუ მანუალური მასაჟი) მასაჟის ტრადიციული მეთოდია. ეს ყველაზე გამოყენებადი მეთოდიცაა, რადგან სხეულის დასამუშავებელ ნაწილებზე მასაჟისტი ხელით კარგად გრძნობს ქსოვილების მდგომარეობას. ამ მეთოდით სარგებლობისას, გამოიყენება მასაჟის ყველა ხერხი, აგრეთვე ხდება მათი კომბინირება და ისეთი მონაცვლეობა, როგორც სიტუაცია მოითხოვს. ხელით მასაჟის უარყოფითი მხარეა ის, რომ მასაჟისტი ძალზე იღლება, მითუმეტეს თუ ხანგრძლივი სეანსების ჩატარება და ისეთი ხერხების გამოყენება უწევს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს.

Read More

მასაჟი ფეხით

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი” მასაჟი ფეხით ის მეთოდია, რომელსაც აღმოსავლელი მასაჟისტები  ასწლეულების განმავლობაში იყენებენ აბანოს პირობებში. ამ მეთოდით მასაჟის გაკეთება სპორტსმენებს უმაღლებს კუნთების ტონუსს. ეს კეთდება მაშინ, როდესაც ხელით მასაჟი საჭირო ეფექტს ვერ ახდენს. ამგვარი მასაჟი ასევე უკეთდება ჯანმრთელ ადამიანებს, რომელთაც წონის პრობლემები აქვთ. ფეხით მასაჟი  რეკომენდებული არაა: ტრავმების, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა, ხერხემლის ტუბერკულოზის, ოსტეოპოროზის, გავა–წელის

Read More