Category Archives: ნერვული

ოჯახური პერიოდული დამბლა

ოჯახური პერიოდული დამბლა არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ოჯახური პერიოდული დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა მაქსიმუმს

Read More

პარკინსონიზმი

პარკინსონიზმი parkinsonism

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.

პარკინსონიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.

Read More