ნეიროფიბრომატოზი
ნეიროფიბრომატოზი ნეიროფიბრომატოზი – სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უპირატესად კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი ნეიროფიბრომებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნით. ნეიროფიბრომატოზის დროს შესაძლოა დაზიანდეს ყველა ქსოვილი და ორგანო, თუმცა უხშირესად ცვლილებები გამოვლინდება კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ნერვული წნულებისა და ნერვული ღეროების მხრივ. როგორც წესი, ნეიროფიბრომატოზული კვანძები განლაგდება სხეულზე, კისერსა და კიდურებზე. მამაკაცები ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად