Category Archives: დაიჯესტი

სქესის განსაზღვრა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

შემუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის ახალი, უსაფრთხო მეთოდი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდი ორსულობის ადრეულ სტადიებზე. გამოკვლევები ტარდებოდა 2003-2009 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 201 ორსულმა ნიდერლანდელმა ქალმა. ანალიზები ჩაუტარდა 189 ქალს; ყველა მიღებული შედეგი აღმოჩნდა სწორი და მზად იყო 2-4 დღეში.
ახალი მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვის სქესის დადგენა ხდება ორსულობის მე-5 კვირაზე, დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ორსული ქალის სისხლიდან გამოყოფენ დნმ-ს და იკვლევენ მასში Y-ქრომოსომების გენების (SRY) და DYS-14 გენის არსებობას, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის მამრობით სქესს.

Read More

მსოფლიოში ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, 2009 წ. ბოლო კვირაში მსოფლიოში ე.წ. ღორის გრიპით 1 000 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული მონაცემები, “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. მთლიანად, H1N1 ვირუსის აფეთქებიდან დღემდე, ანუ მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების 7 826 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო კვირაში ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვი 85 პროცენტით გაიზარდა. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ადრე

Read More