Category Archives: ორთოპედია-ტრავმატოლოგია

ფორესტიეს სინდრომი

ფორესტიეს სინდრომი – (J. Forestier ფრან. ექიმი; სინ.: ხერხემლის მოხუცებულობითი მაანკილოზირებელი ჰიპეროსტოზი, ჩონჩხის დიფუზური იდიოპათური ჰიპეროსტოზი)  ხერხემლის დისტროფიული ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ხერხემლის  წინა სიგრძივი იოგების ოსიფიკაციითა და კალციფიკაციით. დაავადება ხშირად ვითარდება შეუმჩნევლად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხშირად შემთხვევით ვლინდება. ამასთან, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების გადასწორება, მისი მოძრაობის შეზღუდვა, ავადმყოფის წარმოსადეგობის ცვლილება

Read More

ფიქსირებადი ლიგამენტოზი

ფიქსირებადი ლიგამენტოზი – საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ – დისტროფიული დაავადება მოხუცებულებში: წინა გასწვრივი იოგის გავრცელებული ოსიფიკაცია. გამოხატულია ხერხემლის გულმკერდის ნაწილში, მაგრამ შესაძლოა მოიცვას კისრისა და წელის არეც. ვლინდება ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვით და არაინტენსიური ლოკალური ტკივილებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი