Category Archives: ორთოპედია-ტრავმატოლოგია

ფიბროზული ოსტეოდისპლაზია

ფიბროზული ოსტეოდისპლაზია – პათოლოგიური მდგომარეობა: ძვლის განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, რომლის დროსაც ხდება ძვლოვანი ქსოვილის ნაწილობრივი ჩანაცვლება ხრტილოვანი ქსოვილით. აღინიშნება ძვლების დეფორმაცია და პათოლოგიური მოტეხილობები. ხშირად ზიანდება თავისა და სახის ქალას ძვლები, გრძელი ძვლები, ნეკნები. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად და ბიოფსიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფასეტური სინდრომი

ფასეტური სინდრომი – ხერხემლის სახსრებში მოძრაობის დარღვევა, ორმხრივი ტკივილი ზურგში, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს კიდურებში; შებოჭილობის შეგრძნება ხერხემლის ოსტეოქონდროზით დაავადებულებში, გამოწვეული მალთაშუა ფასეტური სახსრების დეგენერაციული ცვლილებების შედეგად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი