უროვის დაავადება
უროვის დაავადება – ძვალ – სახსართა დისტროფია. თირეოტოქსიკური დისტროფიული პროგრესული ქრონიკული პოლიართრიტი. ატარებს ენდემურ ხასიათს. დამახასიათებელია სახსრების მრავლობითი სიმეტრიული დეფორმაცია მოძრაობის შეზღუდვისა და ანთების გარეშე, კრეტინოიდული გარეგნობა. სინონიმი: კაშინ – ბეკის დაავადება. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი