Category Archives: ორთოპედია-ტრავმატოლოგია

რიგიდული ხერხემლის სინდრომი

რიგიდული ხერხემლის სინდრომი – (ლათ. rigidus – მყარი, მაგარი) მიოპათიის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში ხერხემლის მოხრის შეზღუდვით; გამოწვეულია კისრისა და ტანის გამშლელი კუნთების დამოკლებითა და ფიბროზით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

რეკლინგჰაუზენ – ენგელის დაავადება

რეკლინგჰაუზენ – ენგელის დაავადება – ჰიპერპარათირეოიდიზმი. დამახასიათებელია ძვლების დემინერალიზაცია, მათი კისტოზური დეგენერაცია, კორტიკალური შრის განლევა, ძვლების დეფორმაცია, პათოლოგიური მოტეხილობის განვითარება, ჰიპერკალციემია, ჰიპოფოსფატემია, შინაგან ორგანოთა კალციფიკაცია, ნეფროლითიაზი, არც თუ იშვიათად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ყოველივე ამას საფუძვლად უდევს პარაფარისებრი ჯირკვლების ჰიპერფუნქცია მათში ჰიპერპლასტიკური ან სიმსივნური პროცესის გამო. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო

Read More