Category Archives: ორთოპედია-ტრავმატოლოგია

რაქისქიზისი

რაქისქიზისი – განვითარების თანდაყოლილი მანკი: ხერხემლის გაპობის მძიმე ფორმა, რასაც თან ახლავს რბილი ქსოვილების დეფექტი,  კანის ჩათვლით, რის შედეგადაც ზურგის ტვინისა და  მისი გარსები აღმოჩნდება გაშიშვლებული. გასაკუთრებით ხშირია წელის არეში. ვლინდება ქვედა პარაპარეზით, მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოდაგრა

პოდაგრა არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე პოდაგრა – სახსრების დაავადება, რომელიც განპირობებულია მათში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებით. შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი სახსარი, განსაკუთრებით ხშირად კი  – ტერფის თითების სახსრები. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები. არც თუ იშვიათად ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევებს, კერძოდ სიმსუქნისადმი მიდრეკილებას. დამახასიათებელია თითქმის მუდმივი ჰიპერურიკემია. სიმპტომები, მიმდინარეობა დაავადება ხშირად მიმდინარეობს მორეციდივე მწვავე ართრიტის

Read More