ნაწოლი, ნაწოლები
ნაწოლი – (ქირურგ.) რბილი ქსოვილების კვდომა იმ ადგილებში, რომლებიც მდებარეობენ ჩონჩხის ამოწეულ ნაწილებს და საწოლის ზედაპირს შორის. ნაწოლების პათოლოგია აღენიშნებათ მისუსტებულ და მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ გაუნძრევლად, ერთი და იგივე მდგომარეობაში ყოფნა. უხშირესად ნაწოლები ვითარდება გავაზე, დუნდულოებზე, ქუსლებზე, ბეჭებზე, აგრეთვე მჭიდროდ მოჭერილი და არასწორად დადებული თაბაშირის ნახვევის შემთხვევაში. სიმპტომები, მიმდინარეობა კანის განსაზღვრულ
