აბსცესი
აბსცესი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე აბსცესი (abscess) – ქსოვილის ჩირქოვანი ანთება, რომელიც ხასიათდება დაშლის შემოფარგლული კერის წარმოქმნით. რბილის ქსოვილების აბსცესის გამომწვევი ყველაზე უფრო ხშირად არის სტაფილო – და სტრეპტოკოკი;. აბსცესის დროს ანთების კერა მკაფიოდაა შემოფარგლული გარემომცველი ქსოვილებიდან. დასაწყისში ეს არის გრანულაციური ქსოვილი; შემდგომში გრანულაციური ქსოვილის ირგვლივ წარმოიქმნება შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. პიოგენური მემბრანა აფერხებს ანტიბიოტიკების შეღწევას აბსცესის ღრუში.