Category Archives: საჭმლის

დისპეფსია

დისპეფსია dyspepsia დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად. ეტიოლოგია, პათოგენეზი ალიმენტური დისპეფსია წარმოიქნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. განასხვავებენ დუღილის, ლპობით და ცხომოვან დისპეფსიებს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას. ამავე დროს, დისპეფსიის დროს უჩვეულო, ან

Read More

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები – ფუნქციონალური დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან საჭმლის მომნელებელი გლუვკუნთოვანი ორგანოების პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით (საყლაპავის, კუჭის, ნაღვლგამომყოფი გზების, ნაწლავის).

საყლაპავის დისკინეზია ვლინდება მისი ატონიითა და დამბლით, სპასტიკური დისკინეზიით, სფინქტერების უკმარისობით. საყლაპავის ატონია და დამბლა განპირობებულია მისი ინერვაციის მოშლით და აღინიშნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს, ასევე საყლაპავის კუნთოვანი შრის დაზიანებისას. საყლაპავის ატონიისა და დამბლის სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით.

Read More