Category Archives: საჭმლის

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – წვრილი ნაწლავის პირველადი წყლული წამოადგენს იშვიათ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი დაწყლულებების გაჩენით უპირატესად თეძოს ნაწლავში; მორფოლოგიურად მოგვაგონებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკურ წყლულს. გვხვდება ძირითადად მამაკაცებში.

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ადგილობირვი სისხლძარღვოვანი დარღვევები, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის მომატებული აქტივობა, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (პრედნიზოლინი, კალიუმის მარილები და სხვ.).

Read More

საყლაპავის პეპტიკური წყლული

საყლაპავის პეპტიკური წყლული peptic ulcer of esophagus საყლაპავის პეპტიკური წყლული – საყლაპავის ქვედა ნაწილის კედლის დაწყლულება, განპირობებული საყლაპავში გადასული კუჭის წვენის პროტეოლიზური მოქმედებით კარდიის უკმარისობის დროს. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და  თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან. საყლაპავის პეპტიკური წყლულები ხშირად ერთეულია, მაგრამ შეიძლება იყოს მრავლობითიც. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ძირითადი მნიშვენლობა აქვს საყლაპავის კედლის

Read More