Category Archives: საჭმლის

ნაწლავური ენტეროპათიები

ნაწლავური ენტეროპათიები enteropathy ნაწლავური ენტეროპათიები – ნაწლავის არაანთებითი ქრონიკული დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთაც საფუძვლად უდევთ ფერმენტოპათია ან ნაწლავის კედლის აგებულების თანდაყოლილი ანომალიები. ენტეროპათია გლუტეინის (ევროპული სპრუ, არატროპიკული სპრუ, მოზრდილთა ცელიაკია, იდიოპათური ცელიაკია) ნაწლავის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; ხასიათდება ნაწლავის კედლის მიერ ფერმენტების გამომუშავების არარსებობით ან მისი დაქვეითებით, რომელიც შლის გლუტეინს;  გლუტეინის არასრული დაშლის პროდუქტები ტოქსიკურად მოქმედებს

Read More

ენტერიტი

 ენტერიტი enteritis

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტის დროს ხშირად პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად ერთვება კუჭიც და მსხვილი ნაწლავიც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მწვავე ენტერიტებს: 1. ინფექციური და ვირუსული წარმოშობის; 2. ალიმენტური; 3. ტოქსიკური; 4. ალერგიული. პათოგენეზი განპირობებულია პათოლოგიური საწყისის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ცივი სასმელების მიღება, ორგანიზმის საერთო გადაცივება, პოლიჰიპოვიტამინოზები და სხვა ფაქტორები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს ადგილობრივი სიმპტომებით – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, ზოგჯერ სპატიკური ტკივილები. შემდეგში მას ერთვის საერთო სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, ცივი ოფლი, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სისხლძარღვოვანი კოლაფსის სიმპტომები.

Read More