Category Archives: სისხლის

ჰემატოსარკომები და ლიმფომები

ჰემატოსარკომები და ლიმფომები hematosarcoma and lymphoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოსარკომები და ლიმფომები (ლიმფოციტომები) – სისხლმბადი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები, რომლებიც საწყის ეტაპზე არ აზიანებენ ძვლის ტვინს; შესაძლებელია განვიტარდეს ბლასტური უჯრედებიდან (ჰემატოსარკომები) და მომწიფებული ლიმფოციტებიდან (ლიმფომები ანუ ლიმფოციტომები). ზოგჯერ აღნიშნული სიმსივნეები გაერთიანებულნი არიან საერთო ცნებით ,,ჰემატოსარკომები”. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ლიმფოციტური სიმსივნეები – ლიმფოსარკომები და ლიმფოციტომები. მიელობლასტომიდან, მონობლასტებიდან წარმომდგარი სიმსივნეები გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გვხვდება ასევე არადიფერენცირებული ჰემატოსარკომები. ნებისმიერმა ჰემატოსარკომამ და ლიმფოციტომამ შესაძლოა ტრანსფორმირება განიცადოს შესაბამის ლეიკოზად: ჰემატოსარკომებმა – მწვავე, ლიმფოციტომებმა – ქრონიკულ ლიმფოლეიკოზად.

Read More

ლიმფოგრანულომატოზი

ლიმფოგრანულომატოზი lymphogranulomatosis არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური კვანძების სიმსივნე. ეტიოლოგია ეტიოლოგია ცნობილი არ არის. კლინიკური სურათი კლინიკური სურათი მრავალგვარია. ზოგ შემთხვევებში დაავადება იწყება ინტოქსიკაციით (ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, ედსის მომატება). ზოგჯერ დაავადების დასაწყისი ხასიათდება მხოლოდ რომელიმე ერთი ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებით. კვანძები მკვრივია, ელასტიური, ხშირად შეერთებულია ერთმანეთთან. ზოგჯერ მათში წარმოიქმნება ნეკროზები,

Read More