Category Archives: სისხლის

ლეიკოზები leukemia, leukosis

ლალი დათეშიძე სისხლის სისტემის დაავადებები ლეიკოზები – სისხლმბადი სისტემის სიმსივნეების საერთო სახელწოდება, რომლებიც ვითარდებიან სისხლმბადი უჯრედებიდან და აზიანებენ ძვლის ტვინს. სიმსივნური უჯრედების აგებულების მიხედვით განასხვავებენ ლეიკოზების ორ ძირითად ჯგუფს – მწვავე და ქრონიკულ ლეიკოზებს. მწვავეს მიეკუთვნება ლეიკოზები, რომელთა უჯრედული სუბსტრატი წარმოდგენილია ბლასტებით, ხოლო ქრონიკულს მიეკუთვნება ლეიკოზები, რომლის დროსაც სიმსივნური უჯრედების ძირითადი მასა დიფერენცირებულია და შედგება

Read More

ჰემორაგიული დიათეზები და სინდრომები

ჰემორაგიული დიათეზები და სინდრომები hemorrhagic diathesis (II)

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. >>>

ვილებრანდის დაავადება – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მემკვიდრული ჰემორაგიული დიათეზი. სისხლძარღვის ენდოთელში სინთეზირებული VIII ფაქტორის მაკრომოლეკულური კომპონენტის მემკვიდრულად გადაცემული დეფიციტი ან ანომალური სტრუქტურა.

პათოგენეზი. ირღვევა სისხლძარღვთა კედლების ზემოქმედება თრომბოციტებთან, რის გამოც მატულობს მიკროსისხლძარღვების მტვრევადობა, მკვეთრად მატულობს სისხლდენის დროს, ქვეითდება თრომბოციტების ადჰეზიურობა სუბენდოთელის მიმართ. ერთდროულად მეტ-ნაკლები ხარისხით ქვეითდება VIII ფაქტორის კოაგულაციური აქტიურობა, რაც აახლოებს ვილებრანდის დაავადებას ჰემოფილიის მსუბუქ ფორმებთან.

Read More