Category Archives: სისხლის

მემკვიდრეობითი ანემიები

მემკვიდრეობითი ანემიები congenital anemia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მემკვიდრეობითი ანემიები, რომლებიც უკავშირდება პორფირინების სინთეზის დარღვევას, ხასიათდება ერითროციტების ჰიპოქრომიით, შრატისმიერი რკინის დონის მატებით, რკინის ჩალაგებით ორგანოთა ჰემოსიდეროზის სურათით. განსაკუთრებით ხშირი ფორმის პათოგენეზი უკავშირდება პროტოპორფირინის სინთეზის დარღვევას, რაც იწვევს რკინის შეკავშირების დარღვევას და მის დაგროვებას ორგანიზმში, ჰემოგლობინის წარმოქმნის მკვეთრად დარღვევისას.

კლინიკური სურათი. ზომიერი ანემია მკვეთრად დაქვეითებული ფერადობის მაჩვენებლით. რკინადეფიციტური ანემიის ათვის დამახასიათებელი ტროფიკული დარღვევები არ აღინიშნება. ჩივილები არ არის ან აღინიშნება მცირედ გამოხატული სისუსტე, დაღლილობა. ხშირად ავადდებიან მამაკაცები.

Read More

ანემიები

ანემიები anemia არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ანემიები (სისხლნაკლებობა) – სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით, ორგანიზმში რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ჰემოლიზის გაძლიერებით, ძვლის ტვინის აპლაზიით. ანემიის სიმძიმე დამოკიდებულია მის გამოხატულებაზე, გამომწვევი დაავადების ხასიათზე. სიმპტომები, მიმდინარეობა კლინიკურად დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, თავბრუსხვევა, კანისა და ხილული ლორწოვანი

Read More