ქსეროსტომია (xerostomia)
.. ქსეროსტომია (xerostomia) – (სტომატ.) პირის ღრუს სიმშრალე სანერწყვე ჯირკვლის სეკრეციის შემცირების გამო. ძირითადად, ვითარდება ხანდაზმულ ქალებში, მიკულიჩის, კოსტენის სინდრომების, სკლეროდერმიის, დერმატომიკოზის, B ვიტამინის დეფიციტის, დიაბეტის, ნერვული დარღვევების დროს. ადგილობრივი მიზეზები: სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები, ადგილობრივი რენტგენოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა, სიფილისი. ვითარდება ატროპინის მიღების შემდეგ. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe) … გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>> გადასვლა სტომატოლოგიური საიტის