ულტრაბგერის აპარატი
.. ულტრაბგერის აპარატი – (სტომატ.) გამოიყენება ულტრაბგერით კბილის ქვისა და ნადების მოსაცილებლად. ეს ადვილად, სწრაფად და ირგვლივმდებარე ქსოვილების დაზიანების, ტკივილისა და სისხლდენის გარეშე ხდება. სხვადასხვა ფორმის, ადვილად ცვლადი ბუნიკების ნაკრებით მუშაობა შესაძლებელია პირის ღრუს ნებისმიერ უბანზე, კბილები უფრო კარგად იწმინდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდის დროს. კბილის ქვაზე ულტრაბგერის ეფექტური ზემოქმედებისთვის, საკონტაქტო აკუსტიკურ გარემოდ გამოიყენება წყალი, რომელიც