რენტგენოლოგიური კვლევა
.. რენტგენოლოგიური კვლევა – (სტომატ.) ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, ძირითადად, გამოიყენება პირშიდა ახლოფოკუსური კონტაქტური რენტგენოგრაფია, რომლითაც მიიღება ალვეოლური მორჩის გამოსახულება 4-5 კბილით. მისი საშუალებით განისაზღვრება კბილის მყარი ქსოვილების მთლიანობა, ფესვის არხების ტოპოგრაფია და ობტურაციის ხარისხი პულპისა და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობის დროს, ფასდება მწვერვალის მიმდებარე ქსოვილების მდგომარეობა და ყბების ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა. რენტგენოგრამაზე