გინგივიტი მწვავე კატარული
.. გინგივიტი მწვავე კატარული – (სტომატ.) მწვავე პროცესს ღრძილში თან ახლავს თვითნებურად განვითარებადი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის და კბილების წმენდის დროს. მადა არ არის, აღინიშნება ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჭარბი სალივაცია და ორგანიზმის ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები. დათვალიერებისას აღინიშნება ღრძილის მკვეთრი ჰიპერემია, რომელიც ვრცელდება მიმაგრებულ ღრძილზეც, მაგრამ კბილ-ღრძილის შეერთება დარღვეული არ არის. ღრძილი ადვილად სისხლმდენია,