Category Archives: წყლები

წყლის ნახევარსფერო

წყლის ნახევარსფერო  წყალი წყლის ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: წყლის ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც წარმოდგენილია დედამიწის წყლის დიდი მასებით. ვრცელდება 47°13′ ს. გ. 178°28′ ა. გ. (ახალი ზელანდიის სიახლოვეს). მისი საპირისპირო სხვა ნახევარსფეროა ხმელეთის ნახევარსფერო, რომლის ცენტრი ქალაქ ნანტის სიახლოვეს მდებარეობს. წყლის ნახევარსფერო მოიცავს დედამიწის ხმელეთის 1/8-ს,[1] მათ შორის ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ანტარქტიდას, მალაის არქიპელაგსა და სამხრეთი ამერიკის გარკვეულ ნაწილს. წყლის ნახევარსფეროს ემთხვევა აგრეთვე წყნარი და ინდოეთის ოკეანეების დიდი მონაკვეთები.  _____________________________________

წყარო

წყარო წყალი წყარო — მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი გამოსავალი დედამიწის ზედაპირზე. გამოსასვლელს პოულობს ხმელეთზე ან წყალქვეშ. წყაროების წარმოქმნას განაპირობებს წყლიანი ჰორიზონტის რელიეფისუარყოფითი ფორმებით (მდინარის ხეობა, ხევი, ქვაბული და სხვ.) გადაკვეთა, ადგილის გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (ნაპრალები, ტექტონიკური რღვევები, მაგმური და დანალექი ქანებისკონტაქტი), წყლიანი ჰორიზონტების ფილტრაციული არაერთგვაროვნება და სხვ. კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა დებიტის მიხედვითაც. მაგ., არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წყაროები. გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხასიათის წყაროები. ქიმიზმის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ

Read More