Category Archives: წყლები

ძაუ

ძაუ „ძაუ“ — ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყარო. ძაუს საბადო დაკავშირებულია რღვევის ზოლთან, რომლის გასწვრივ ერთმანეთს ეხება ბაიოსური პორფირიტული წყებისა და ნეოგენური ასაკის ქვიშაქვები და თიხები. მინერალურ წყალს მოიპოვებენ ნეოგენური ნალექებიდან ჭაბურღილების საშუალებით.  _____________________________________

ავადჰარა

ავადჰარა  წყალი ,,ავადჰარა” –  სამკურნალო მინერალური წყალი აფხაზეთში (მდინარე ავადჰარის ხეობა). ქ. გაგრიდან 90კმ, ზღვის დონიდან 1650 მ, „ ავადჰარის“ წყაროები მცირე დებიტიანია (0,02-0,05 ლ/წმ) და დაბალი ტემპერატურა აქვს (7-9 °C). „ ავადჰარის“ წყაროები შეიცავს ნახშირმჟავა აირს (1,8 გ/ლ-მდე); „ავადჰარის“ წყაროები განეკუთვნება ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიან წყლებს. მინერალიზაცია — 2,4 გ/ლ. ბურღვის შედეგად ღრმა ჰორიზონტებიდან ამოყვანილია დიდი რაოდენობის მაღალმინერალიზებული (17,7გ/ლ) სოდიანი წყალი. „ავადჰარის“ ტიპის

Read More