Category Archives: ყელ-ყური

სფენოიდიტი

სფენოიდიტი

სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.

სფენოიდიტისიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.

Read More

ქრონიკული ეთმოიდიტი

ქრონიკული ეთმოიდიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქრონიკული ეთმოიდიტები – მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის სახით. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძისა და თვალბუდის შიგნითა კუთხის არეში; ყნოსვა დაქვეითებულია. რინოსკოპიით ვლინდება ჩირქი შუა ნიჟარის ქვეშ (ცხავის წინა უჯრედების დაზიანება) ან მის ზევით (ცხავის უკანა უჯრედების დაზიანება). ხშირად ჩირქი გადმოედინება პოლიპების ამოკვეთის შემდეგ.

ქრონიკული ეთმოიდიტი – დიაგნოზის დადასტურება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა მწვავე შემთხვევებში კოსერვატიულია, ისევე როგორც სხვა წიაღების ანთების დროს.

ეთმოიდიტის ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ასევე კონსერვატიულია. იშვიათად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

Read More