ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები – ფუნქციონალური დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან საჭმლის მომნელებელი გლუვკუნთოვანი ორგანოების პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით (საყლაპავის, კუჭის, ნაღვლგამომყოფი გზების, ნაწლავის).
საყლაპავის დისკინეზია ვლინდება მისი ატონიითა და დამბლით, სპასტიკური დისკინეზიით, სფინქტერების უკმარისობით. საყლაპავის ატონია და დამბლა განპირობებულია მისი ინერვაციის მოშლით და აღინიშნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს, ასევე საყლაპავის კუნთოვანი შრის დაზიანებისას. საყლაპავის ატონიისა და დამბლის სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით.