Tag Archives: გასტროპტოზი

გასტროპტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროპტოზი – კუჭის დაწევა, კუჭის პათოლოგიური გადანაცვლება ქვევით; ვითარდება ძლიერი სიგამხდრისას და მუცლის კედლის კუნთების ტონუსის დასუსტების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები – ფუნქციონალური დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან საჭმლის მომნელებელი გლუვკუნთოვანი ორგანოების პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით (საყლაპავის, კუჭის, ნაღვლგამომყოფი გზების, ნაწლავის).

საყლაპავის დისკინეზია ვლინდება მისი ატონიითა და დამბლით, სპასტიკური დისკინეზიით, სფინქტერების უკმარისობით. საყლაპავის ატონია და დამბლა განპირობებულია მისი ინერვაციის მოშლით და აღინიშნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს, ასევე საყლაპავის კუნთოვანი შრის დაზიანებისას. საყლაპავის ატონიისა და დამბლის სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით.

Read More