medgeo.net

ხელოვნური ინტელექტის ექიმი

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Read More

ჩვენი საკონსულტაციო ქსელი

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

Read More

მკურნალობა საზღვარგარეთ

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში

Read More

შარდის ბუშტის ექსტროპია

შარდის ბუშტის ექსტროპია extrophy of bladder

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარდის ბუშტის ექსტროპია – საშარდე გზების განვითარების ერთ – ერთი ყველაზე მძიმე მანკი; აღინიშნება ხშირად ბიჭუნებში; ახლავს სრული ეპისპადია. ბავშვის დაბადებისთანავე წითელი ფერის წარმონაქმნის სახით ვლინდება შარდის ბუშტის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი, რომელიც მდებარეობს ბოქვენზე. მისი ქვედა ნაწილის დათვალიერებისას ვლინდება შარდსაწვეთი, რომლიდანაც გადმოედინება შარდი. შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი ადვილად ექვემდებარება ტრავმირებას, რის შედეგადაც აღინიშნება

 

სისხლდენა. მანკის დიდი ხნის განმავლობაში არსებობა იწვევს აღმავალი ინფექციის განვითარებას, პიელონეფრიტს. შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი დროთა განმავლობაში განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, აღინიშნება მისი ,,ეპიდერმიზაცია” ან მის ზედაპირზე პაპილომატოზური ზრდა.

Read More