ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა – ნაღვლგამომყოფი გზების ნაწიბუროვანი შევიწროება; წარმოიქმნება ნაღვლგამომყოფ გზებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების, ასევე სხვა დაზიანებების შემდეგ.
ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა – სიმპტომები. ვლინდება სიყვითლე, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ, ან მუდმივი გარეთა ნაღვლოვანი ფისტულა, შემცივნება, აქოლია, დისპეფსია და სხვ. დაზიანებების მხოლოდ 5% ვლინდება ოპერაციის მსვლელობისას, დიდი ნაწილი კი – 2 თვიდან 1 წლის განმავლობაში, ზოგჯერ მოგვიანებითაც. უკანასკნელ შემთხვევაში დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს შესრულებული ოპერაციების ხასიათსა და აღწერას, შემცივნებას და სიყვითლეს, ტუტე ფოსფატაზის მომატებასა და ლეიკოციტოზს. ქოლანგიოგრაფია და ენდოსკოპური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სტრიქტურის ლოკალიზაცია; დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სადინრების რეზიდუალურ კენჭებთან, პაპილიტთან, თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის ან კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბოსთან. მკურნალობა ოპერაციულია, ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სტრიქტურის ხარისხზე. პროგნოზი სერიოზულია.