ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
მემკვიდრეობითი ანემიები, რომლებიც უკავშირდება პორფირინების სინთეზის დარღვევას, ხასიათდება ერითროციტების ჰიპოქრომიით, შრატისმიერი რკინის დონის მატებით, რკინის ჩალაგებით ორგანოთა ჰემოსიდეროზის სურათით. განსაკუთრებით ხშირი ფორმის პათოგენეზი უკავშირდება პროტოპორფირინის სინთეზის დარღვევას, რაც იწვევს რკინის შეკავშირების დარღვევას და მის დაგროვებას ორგანიზმში, ჰემოგლობინის წარმოქმნის მკვეთრად დარღვევისას.
კლინიკური სურათი. ზომიერი ანემია მკვეთრად დაქვეითებული ფერადობის მაჩვენებლით. რკინადეფიციტური ანემიის ათვის დამახასიათებელი ტროფიკული დარღვევები არ აღინიშნება. ჩივილები არ არის ან აღინიშნება მცირედ გამოხატული სისუსტე, დაღლილობა. ხშირად ავადდებიან მამაკაცები.