ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
საქართველოში არაერთი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მათ ძალას ბევრი სასწაული მიეწერება – ავადმყოფთა განკურნება, უშვილოთა შეწევნა, დაკარგულის დაბრუნება…
წარმოგიდგენთ ღვთისმშობლის 3 ძლიერ და სასწაულმოქმედ ხატს. ყველა მათგანის ასლი საქართველოშიცაა დაბრძანებული.
“პანტანასა”

ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. ამ ხატის სასწაულმომქმედი ძალის შესახებ ხმა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მას ბოროტ ძალთაგან განკურნების უდიდეს ძალას მიაწერდნენ. ამიტომ რუსეთში, წმიდა იოანე კრონშტადტელის “მოწყალების საზოგადოების” თხოვნით (საზოგადოება ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მოღვაწეობს), ასლი რუსეთისთვის შეიქმნა და ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს.