ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.
მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.