Category Archives: უროლოგია

ჰიდრონეფროზი

 ჰიდრონეფროზი hydronephrosis ჰიდრონეფროზი – ვითარდება შარდის დინების დარღვევის შედეგად და ხასიათდება მენჯ – ფიალის სისტემის გაფართოებით, თირკმლის ინტერსტიციური ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებებითა და მისი პარენქიმის ატროფიით. მარჯვენა ან მარცხენა თირკმლის ჰიდრონეფროზი გვხვდება თანაბარი სიხშირით. ჰიდრონეფროზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ჰიდრონეფროზი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ჰიდრონეფროზის მიზეზებია საშარდე გზების დისკინეზია; თირკმლის არტერიის მდებარეობის თანდაყოლილი ანომალია (ან

Read More

შარდგამომყოფი სისტემის ანომალიები

 შარდგამომყოფი სისტემის ანომალიები არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე შარდგამომყოფი სისტემის ანომალიები – განვითარების თანდაყოლილი მანკებიდან ყველაზე ხშირია; ზოგიერთი მათგანი იწვევს ნაყოფის სიკვდილს მუცლადყოფნის პერიოდში, ან ადრეულ ბავშვობის ასაკში, სხვები არ იწვევენ შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციის მოშლის რაიმე შესამჩნევ დარღვევას და მათი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით ხდება. რიგი ანომალიებისა გამოირჩევა ნელი პროგრესირებით და კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მოხუცებულობის ასაკში. ზოგიერთი ანომალია

Read More

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.

თირკმელკენჭოვანი დაავადება ეტიოლოგია, პათოგენეზი. კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექცია და თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით.

Read More

თირკმლების ამილოიდოზი

თირკმლების ამილოიდოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

 თირკმელების ამილოიდოზი უმრავლეს შემთხვევაში სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ამილოიდის (რთული ცილოვან – პოლისაქარიდულ კომპლექსი) უჯრედგარე გამოყოფითა და შედეგად ორგანოთა ფუნქციის მოშლით. ამილოიდის ფიბრინულ ცილას რიგ შემთხვევებში აქვს თვისებები, რომელიც ახლოს დგას იმუნოგლობულინების თვისებებთან, სხვა  შემთხვევებში – აქვს ანტიგენური მსგავსება შრატისმიერ ცილასთან, რომელიც ითვლება ამილოიდის წინამორბედად. თირკმელების ამილოიდოზი წარმოადგენს ზოგადი ამილოიდოზის გამოვლინებას. ამილოიდი ჩვეულებრივ ლაგდება ძირითად მემბრანაში, თირკმლის გორგლებისა და არტერიოლების ენდოთელიუმს შორის და თირკმლის მილაკების ძირითად მემბრანაში.

თირკმლის ამილოიდოზის კლინიკური კლასიფიკაცია სტადია: 1. დაწყებითი; 2. კლინიკური გამოვლინებების; 3. ტერმინალური ფაზა: 1. პროტეინურიული; 2. ნეფროზული; 3. შეშუპებით-პროტეინურიული; 4. ჰიპერტონიული; 5. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

Read More

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

.. თირკმლების ამილოიდოზი საშარდე სისტემის ანომალიები ჰიდრონეფროზი გლომერულონეფრიტი პიელიტი პიელონეფრიტი თირკმლების პოლიკისტოზი თირკმლის კოლიკა შარდკენჭოვანი დაავადება თირკმლის უკმარისობა თირკმლების ტუბერკულოზი ცისტიტი ანურია პიურია თირკმლების პარაზიტარული დაავადებები თირკმლების ტოქსიური დაზიანება მემკვიდრეობითი ნეფრიტი ღამის ენურეზი ეპისპადია თირკმლის დისტოპია თირკმლის ჰიპოპლაზია ლიპოიდური ნეფროზი ნეფროპტოზი ნეფროზული სინდრომი პოსტტრანსფუზიური ნეფრონეკროზი ….