პროსტატის ადენომა
როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი თუ მას დაუდგინდა პროსტატის ადენომა
პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს. ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას.