Category Archives: კანის

ანჰიდროზი

ანჰიდროზი

ანჰიდროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ოფლის გამოყოფის არარსებობით.

ანჰიდროზის კლასიფიკაცია:

  • მწვავე ანჰიდროზი ვითარდება ოფლის გამოყოფის ფუნქციონალური დარღვევებისას (მაგალითად, ორგანიზმის სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუწყლოებისას, ზოგიერთი მოწამვლებისა და ინტოქსიკაციებისას (მაგ. ქოლერა, ორსულთა ტოქსიკოზი, სხივური დაავადება);
  • ქრონიკული ანჰიდროზი, როგორც წესი, ვითარდება ოფლის ჯირკვლების ჰიპო- ან აპლაზიის დროს;
  • ტროპიკული ანჰიდროზი (ტროპიკული ანჰიდროზული ასთენია, ობრეინის ტროპიკული ანჰიდროზი, შელის ღრმა ოფლიანობა) აღინიშნება ტროპიკული კლიმატის პირობებში და თან ახლავს მას ვეზიკულური გამონაყარი;
  • ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ კეროვან და გენერალიზებულ ანჰიდროზს.

    Read More

ანეტოდერმია

ანეტოდერმია ანეტოდერმია (ლათ. ანეტოს – მოშვებული, მოდუნებული, დერმა – კანი. დაავადების სინონიმია – კანის ლაქოვანი ატროფია) კანის პირველადი კეროვანი ატროფიის მრავალსახეობაა. გვზვდება იშვიათად, უპირატესად ახალგაზრდა და შუახნის ასაკის ქალებში. ეტიოლოგია უცნობია. ერთეულ შემთხვევებში გამოვლენილია კავშირი ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი,  კეთრი). ზოგჯერ აღინიშნება დადებითი რეზულტატი პენიცილინებით მკურნალობაზე, რაც ადასტურებს ინფექციური წარმოშობის თეორიას. მოწოდებულია აზრი ნეიროენდოკრინული დარღვევების ზეგავლენის

Read More