Category Archives: რევმატული

შეგრენის სინდრომი

შეგრენის სინდრომი შეგრენის სინდრომი (Sjögren’s sicca [Mikulicz-Sjögren] syndrome) – ეგზოკრინული ჯირკვლების, უპირატესად სანერწყვე და ცრემლის ჯირკვლების ქრონიკული ანთება, რომელიც ვლინდება მათი სეკრეტორული უკმარისობის ნიშნებით. შესაძლოა მიმდინარეობდეს იზოლირებულად; ამ შემთხვევაში მას უწოდებენ პირველად მშრალ სინდრომს, პირში და თვალებში სიმშრალის განსაკუთრებულად გამოხატული კლინიკური ნიშნების გამო, ხოლო ავტოიმუნურ დაავადებებთან შერწყმისას – შაგრენის მეორად სინდრომს. შეგრენის პირველადი სინდრომის ეტიოლოგია

Read More

შარპის სინდრომი

შარპის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარპის სინდრომი ხასიათდება სისტემური სკლეროდერმიის, პოლიმიოზიტისა და სისტემური წითელი მგლურას ცალკეული ნიშნების შერწყმით.

შარპის სინდრომი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის, ხოლო პათოგენეზის თავისებურებაა იმუნიტეტის თავისებური დარღვევა, რომელიც ვლინდება ანტისხეულების, იმუნური კომპლექსების ცირკულაციითა და Т-ლიმფოციტების იმუნორეგულატორული ფუნქციის ცვლილებებით. პათოგენეზის თავისებურებაა აგრეთვე მსხვილი სისხლძარღვების ინტიმაში პროლიფერაციული პროცესების განვითარება, რაც ვლინდება რეინოს სინდრომის ნიშებითა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით. ავადდებიან უპირატესად ქალები.

Read More